13 July 2023
ხელოვნური ინტელექტი განათლებაში: ინოვაციური გადაწყვეტილებები 21-ე საუკუნის სკოლისთვის
1 ივლისს, საქართველოს უნივერსიტეტში USAID-ის ორგანიზებით, კონფერენცია სახელწოდებით ,,ხელოვნური ინტელექტი განათლებაში: ინოვაციური გადაწყვეტილებები 21-ე საუკუნის სკოლისთვის“, გაიმართა.
აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ, როგორც განათლების სპეციალისტები და დეველოპერები, ასევე სკოლის დირექტორები და მასწავლებლები.
კონფერენციაზე მომხსენებლებმა ისაუბრეს ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორებიცაა:
- როგორ გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი სწავლების დროს?
- ხელოვნური ინტელექტის გავლენა განათლებაზე ტექნოლოგიური რევოლუციის ეპოქაში;
- განათლების სისტემაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვის საკანონმდებლო საკითხები;
- მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომის ხელშეწყობა ლიდერობასა და პედაგოგიკაში AI გამოწვევების საპასუხოდ.