Mafia Night — ჩემპიონატი საქართველოს უნივერსიტეტში
სტუდენტურ საქმეთა ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს უნივერსიტეტში წლის ყველაზე აზარტული და საინტერესო ღონისძიება — MAFIA NIGHT-ის ჩემპიონატი გაიმართება!
პროექტის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ექნებათ, გამოავლინონ თავიანთი ლოგიკური აზროვნება, დეტექტივური უნარები, ფსიქოლოგიური დაკვირვებულობა და ბლეფის ხელოვნება. შეხვედრა წარიმართება დაძაბულ, დინამიკურ და ამავდროულად ძალიან მხიარულ ატმოსფეროში, სადაც გამოვლინდებიან საუკეთესო მოთამაშეები, რომელთაც სპეციალური საჩუქრები გადაეცემათ.
ღონისძიების ჩატარების თარიღი: 29 თებერვალი
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი