ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

SHARE ON


1 June 2026

იმიტირებული გამოცდები 2026, საქართველოს უნივერსიტეტში წარმატებით დასრულდა

 

27, 28, 29 მაისს, საქართველოს უნივერსიტეტმა, კიდევ ერთხელ უმასპინძლა იმიტირებული გამოცდების წერის მსურველებს. ათეულობით აბიტურიენტმა საკუთარი თავი სამ ძირითად საგანში გამოსცადა. ქართული ენა და ლიტერტურა, ინგლისური ენა და ისტორია. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს უნივერსიტეტის ეს, ყოველწლიური ინიციატივა მეთორმეტე და მეთერთმეტე კლასელებს საშუალებას აძლევს გამოსცადონ საკუთარი ცოდნა და მეტად მომზადებულები შეხვდნენ ძირითად, ეროვნულ გამოცდებს. 

იმიტირებულ გამოცდებში მონაწილეობით მოსწავლეებს შესაძლებობა აქვთ: 

  • გამოსცადონ საკუთარი თავი სტრესულ საგამოცდო გარემოში;
  • შეეგუონ დროის მართვის რეალურ ზეწოლას;
  • ნახონ ეროვნული გამოცდების ანალოგიური სტრუქტურის ტესტები;
  • გაიგონ, რეალური ცოდნის დონე თითოეულ საგანში;
  • სწორად დაგეგმონ დარჩენილი დრო და ფოკუსირდეთ სუსტ მხარეებზე;
  • და რაც მთავარია, შეხვდნენ ეროვნულ გამოცდებს მეტი თავდაჯერებით და სიმშვიდით.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, ყოველწლიურად  ინდივიდუალურად ქმნის სამუშაო ტესტებს და რაც მთავარია მოსწავლეების ნაშრომებს იდენტური მეთოდით ასწორებს, ამიტომ ყველა მონაწილე ფაქტობრივად წინასწარ იგებს შესაძლო შედეგს და დარჩენილ დროში - ეროვნულ გამოცდებამდე, საშუალება აქვს დაამუშაოს არსებული სისუსტეები. 

საქართველოს უნივერსიტეტი ყველა აბიტურიენტს წარმატებას უსურვებს. 






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი