New Year's Carnival 2023
სტუდენტურ საქმეთა ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს უნივერსიტეტის ეზოში წლის ყველაზე ფერადი და ენერგიული New Year's Carnival 2023 გაიმართა.
ღია ცის ქვეშ მოწყობილ კოსტიუმირებულ წვეულებაზე სტუდენტებმა ორიგინალური საახალწლო პერსონაჟები და შემოქმედებითი ფორმები მოირგეს. ღონისძიებაზე ჟღერდა სასიამოვნო მუსიკა, ხოლო საღამოს მუსიკალურ განწყობაზე მოწვეულმა DJ-მ იზრუნა, რამაც უნივერსიტეტის ეზოში ნამდვილი სადღესასწაულო და დაუვიწყარი ატმოსფერო შექმნა.
ღონისძიების ჩატარების თარიღი: 26 დეკემბერი, 2023.
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტის ეზო.