19 November 2026
საჯარო დისკუსია - აშშ-ის შუალედური არჩევნები 2026: შედეგები და პოლიტიკური პერსპექტივები
12 ნოემბერს საქართველოს უნივერსიტეტის უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ნაციონალიზმის კვლევის ცენტრმა (UGSPN) გამართა საჯარო დისკუსია თემაზე: „აშშ-ის შუალედური არჩევნები 2026: შედეგები და პოლიტიკური პერსპექტივები“.
დისკუსია ფოკუსირებული იყო შუალედური არჩევნების შედეგებზე, რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების მხარდაჭერის დინამიკაზე, ამომრჩეველთა განწყობებსა და კონგრესში ჩამოყალიბებულ ძალთა ახალ ბალანსზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკური დღის წესრიგის პერსპექტივებს, პრეზიდენტისა და კონგრესის სამომავლო ურთიერთობებს, უკრაინის მხარდაჭერას, ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებასა და ახალი პოლიტიკური რეალობის შესაძლო გავლენას აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე. დისკუსიაში მონაწილეობდნენ ვიქტორ ყიფიანი - პარტია „ჯერ საქართველოს“ თავმჯდომარე და გიგა ჯოხაძე - ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარი.
დისკუსიას უძღვებოდა, შალვა ძებისაშვილი - საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი. აღსანიშნავია, რომ UGSPN აქტიურად განაგრძობს საჯარო დისკუსიების ფორმატს, რაც მოიცავს პოლიტიკური და ნაციონალური თემების წარმოჩენას, მსოფლიოს მასშტაბით.