სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი გახდა
21 ივნისს საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვაკანტურ პოზიციაზე საქართველოს უნივერსიტეტის მიერ წარდგენილი სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი - ირმა გელაშვილი 100 ხმით აირჩია. გვეამაყება და დიდ წარმატებას ვუსურვებთ მას!