23 დეკემბერს, საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგების პრეზენტაცია.
საქართველოს უნივერსიტეტის სამშვილდის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ 10 დეკემბერს, სამშვილდის ნაქალაქარზე საველე სამუშაოები დაასრულა. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო არქეოლოგიური კვლევების შედეგები.
კვლევები მიმდინარეობდა შემდეგი მიმართულებებით: არქეოგეორადიოლოკაციური კვლევები, არქეოლოგიური გათხრები და არქეოლოგიური დაზვერვები.
ასევე, საუბარი შეეხო არქიტექტურულ სიახლეებსა და სამშვილდის მობილურ აპლიკაციას.
პრეზენტაციაზე მოხსენებით წარსდგნენ საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორ - ლექტორები და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, არქეოლოგიის დოქტორი დ. ლომიტაშვილი.