საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესისა და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლა ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადის (International Economics Olympiad – IEO) ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში და ფლობს მონაწილეების, როგორც შერჩევის, ასევე წარდგენის სამ წლიან ლიცენზიას.
მონაწილეების შერჩევას, საქართველოს უნივერსიტეტი უზრუნველყოფს, 21 წლამდე ახალგაზრდები, რომელთა ინტერესის სფეროს ფინანსები, ეკონომიკა ან ბიზნესს სექტორი წარმოადგენს შეძლებენ მონაწილეობას, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო საგანმანათლებლო კონკურსში.
IEO Winter Challenge არის საერთაშორისო კონკურსი, რომელიც ყოველწლიურად აერთიანებს ათასობით სტუდენტს 70-ზე მეტი ქვეყნიდან და მიზნად ისახავს ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადისთვის (IEO) მომზადებას რეალურ ბიზნეს ქეისებზე მუშაობის საფუძველზე.
ოლიმპიადაში მონაწილეობა შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად (მაქსიმუმ 5 სტუდენტი).
ოლიმპიადა ჩატარდება ონლაინ ფორმატში. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს:ოლიმპიადა
▪️ საერთაშორისო გამოცდილებას და მუშაობის შესაძლებლობას მრავალკულტურულ გუნდებში
▪️ რეალურ ბიზნეს ქეისებზე მუშაობის პრაქტიკას
▪️ მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატს
▪️ IEO 2026-ისა და სხვა საერთაშორისო კონკურსებისთვის მომზადების შესაძლებლობას
▪️ აკადემიური და პროფესიული პორტფოლიოს საერთაშორისო გამოცდილებით შევსებას
საქართველოს უნივერსიტეტი უზრუნველყოფს მონაწილეების შერჩევას, აკადემიურ მხარდაჭერას და საერთაშორისო კონკურსში საქართველოს შთამბეჭდავად წარდგენას.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე: რეგისტრაცია