ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


22 April 2021
საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობამ გიორგი კეკელიძის „სხვა ცის ამბავი“ გამოსცა

საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობამ გამოსცა გიორგი კეკელიძის „სხვა ცის ამბავი“. წიგნი ჩვენი გმირების ახალ, უჩვეულო, ზღაპრულ თავგადასავლებზე გვიამბობს — თომასა და ნიკა ლოს ცაში ფეხით მოგზაურობის, ბუმბოსთან შეხვედრის, ნისლის ქოხის კაცუნას, მზის, სათამაშოებისა და ამასთანავე არასათამაშოების შესახებ.

ზღაპრული ამბების გმირები ემსახურებიან ყველაზე დიდ ფასეულობებს — სიკეთეს, სიყვარულს, ღირსებას, რომელიც ბავშვებისთვის ყველაზე მეტად გასაგები გზებით, ხერხებითა და მაგალითებითაა წარმოდგენილი.

ამ ამბებში მკითხველი ეზიარება არა მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისაკენ სწრაფვას, არამედ გარშემომყოფთა მიმართ ზრუნვის, სიყვარულის და თანაგრძნობის გამოხატვის მნიშვნელობას.

ზღაპრები საუცხოოდ გააფორმა 11 წლის, ნიკოლოზ ლოლაძემ. პატარა მკითხველებს საინტერესო ამბების წარმოსახვაში თბილი ფერები და მეტყველი თვალებით მოსაუბრე პერსონაჟები დაეხმარებიან.

მხატვრისთვის „ყველაზე ფერადი თამაში — ხატვაა“. ის 5 წლის ასაკიდან ხატავს. ნიკოლოზის პირველი პერსონალური გამოფენა 2019 წელს, ელენე ახვლედიანის ბავშვთა სურათების გალერეაში შედგა.

წიგნი ხელმისაწვდომია საქართველოს უნივერსიტეტის წიგნების მაღაზიაში და ბიბლუსის ქსელში.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი