2022 წლის 14 სექტემბერს საქართველოს უნივერსიტეტს ესტუმრა თურქეთის რესპუბლიკის ახალი კონსული ბატონი სუათ ქოლუქირიქი.
მასთან ერთად იმყოფებოდა პროფ. სალიჰ უჩაქი (თურქეთი), რომელიც საქართველოს უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს 2020 წლიდან.
შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის დირექტორი - თინა ღუდუშაური, ისტორიის დეპარტამენტის უფროსი - ცირა ჩიკვაიძე და ისტორიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი - თეა მეშველიშვილი. დაიგეგმა თურქეთისა და საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ მასწავლებლებს შორის თანამშრომლობა და აქტოვობა სხვადასხვა მიმართულებით.