საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლამ ბათუმში მდებარე აჭარის რეგიონულ ოფისში საჯარო ლექციები გამართა.
პირველი საჯარო ლექცია პროპაგანდას და მისი თავიდან აცილების გზებს შეეხებოდა.
საჯარო ლექციის ფარგლებში განიხილეს შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხები:
· პროპაგანდის სპეციფიკა;
· პროპაგანდის გავლენა საზოგადოებაზე;
· პროპაგანდის თავიდან აცილების გზები.
საჯარო ლექციას ქ-ნ ლელი ბიბილაშვილი, საქართველოს უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის ხელმძღვანელი გაუძღვა.
მეორე საჯარო ლექცია კი დასავლური ინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც განიხილეს შემდეგი მნიშვნელოვანი საკითები:
· დასავლური ინტეგრაციის სპეციფიკა;
· დასავლური ინტეგრაციის დადებითი მხარეები;
· დასავლური ინტეგრაციის როლი საქართველოს წინსვლაში.
საჯარო ლექციას ბ-ნ ლაშა ძებისაშვილი, საქართველოს უნივერსიტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთბების პროგრამის ხელმძღვანელი უძღვებოდა.