ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები


SHARE ON


1 October 2025
საქართველოს უნივერსიტეტის, რექტორის, კონსტანტინე თოფურიას საგანგებო განცხადება

 

30 სექტემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს უნივერსიტეტში საგანგებო ბრიფინგი ჩატარდა, რომელზეც უნივერსიტეტის რექტორმა კონსტანტინე თოფურიამ ბოლო პერიოდში საქართველოს უნივერსიტეტის მიმართ პროპაგანდისტული მედიით გაჟღერებულ სიცრუეთა სერიას უპასუხა.

ბრიფინგზე რექტორმა უნივერსიტეტის სახელით სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია თუ რა პოზიცია აქვს უნივერსიტეტს მასზე აგორებული კამპანიის საპასუხოდ. განცხადებაში ხაზგასმულია გამოქვეყნებული ინფორმაციიდან თუ რა იყო სიცრუე და რას უკავშირებს უნივერსიტეტი მის მიმართ გააქტიურებულ ნეგატიურ კამპანიას მედიაში.

“ჩვენი სიმართლე უფრო ძლიერია, ვიდრე თქვენი პროპაგანდა”, - აღნიშნა რექტორმა თავის მიმართვაში და საქართველოს უნივერსიტეტის რეპუტაციული შელახვა ქვეყანაში განათლების თავისუფლად მიღების შესაძლებლობის შეზღუდვად შეაფასა.

საქართველოს უნივერსიტეტი, საერთაშორისო მარეინტიგებელი ორგანიზაციების შეფასებით უკვე წლებია პირველ ადგილს იკავებს რეგიონში. ის ღიად და გამჭვირვალედ აწარმოებს ყველა საგანმანათლებლო პროცესს, რომლის შესახებაც ინფორმაციის მოძიება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ. გვერდზეა შესაძლებელი. საქართველოს უნივერსიტეტი დაარსების დღიდან კეთილსინდისიერად ემსახურება საკუთარ მიზანს, რომ აღზარდოს პროფესიონალი და მორალურად ძლიერი თაობა, ქვეყნის სამსახურისთვის, როგორც ინსტიტუცია საქართველოს უნივერსიტეტი არის თავისუფალი, მრავალფეროვანი და ხარისხიანი განათლების მიმწოდებელი და მისი მისია მომავალი თაობებების განათლება და მათთვის მრავალფეროვანი შესაძლებლობების შეთავაზებაა.

უნივერსიტეტის პოზიციით პროპაგანდისტული მედიის მიზანს წარმოადგენს ჩრდილი მიაყენოს უნივერსიტეტის წარმატებულ საქმიანობას და შექმნას საზოგადოებაში მცდარი წარმოდგენა, თითქოს უნივერსიტეტი თავის საგანმანათლებლო მიზნებს სცდება და კონკრეტული პროექტების განხორციელებით ახლაგაზრდების კონკრეტული მიზნებისთვის გადატრენინგებას ემსახურება, აღნიშნული ყალბი წარმოდგენის პროპაგანდირებით მედია შეტევას ახორციელებს არამხოლოდ ერთ უნივერსიტეტზე და მის რეპუტაციაზე, არამედ სრულიად განათლების სისტემაზე, რომელიც ქვეყანაში ისედაც მოწყვლად მდგომარეობაში იმყოფება.

“საქართველოს უნივერსიტეტის სივრცეში არ იმართება არცერთი ლექცია, არცერთი ტრენინგი - რომელიც ემსახურება პოლიტიკური ზეგავლენის გავრცელებას. ტყუილია, რომ თითქოს საქართველოს უნივერსიტეტი აფინანსებს აქციებს და რომ არღვევს "ფარას" კანონს, იმ რეალობის გათვალისწინებით, რომ უნივერსიტეტს ბოლო წლებში არცერთი საერთაშორისო გრანტი არ მოუპოვებია, შეუძლებელიც კია კანონმდებლობის უგულვებელყოფა”, - აღნიშნა ბრიფინგზე უნივერსიტეტის რექტორმა.

 კონსტანტინე თოფურიას განცხადებით, საქართველოს უნივერსიტეტი უკვე წლებია იგერიებს მსგავსს, პროპაგანდისტულ, დამაზიანებელ სიცრუეთა კასკადსს და ამის ფონზე კვლავ თანმიმდევრულად ინარჩუნებს უმაღლესს ხარისხსს, ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, რაც სწორედ იმის დასტურია, რომ საქართველოს უნივერსიტეტი აერთიანებს პროფესიონალთა გუნდს, რომელთათვისაც სამუშაოს შესრულების ვექტორს, პროფესიონალიზმი და გუნდურობა განაპირობებს.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი