Spring Picnic — საგაზაფხულო პიკნიკი საქართველოს უნივერსიტეტში
სტუდენტურ საქმეთა ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს უნივერსიტეტის ეზოში გამწვანებულ სივრცეში წლის ყველაზე თბილი და მეგობრული ღონისძიება — Spring Picnic გაიმართა.
საგაზაფხულო პიკნიკზე სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, განტვირთულიყვნენ ღია ცის ქვეშ, ჩართულიყვნენ სხვადასხვა გასართობ და გუნდურ თამაშებში, მოესმინათ სასიამოვნო მუსიკისთვის და გაეტარებინათ დაუვიწყარი დრო თანაკურსელებთან ერთად. ღონისძიებამ საზაფხულო განწყობა და პოზიტიური ენერგია შემატა საუნივერსიტეტო ცხოვრებას.
ღონისძიების ჩატარების თარიღი: 13 აპრილი
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტის ეზო