ევროპის ჯანმრთელობის კვირეულის ფარგლებში, ( 4-8 მაისი) საქართველოს უნივერსიტეტის (UG) ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლამ მნიშვნელოვანი სოციალური და სამედიცინო აქტივობა განახორციელა. სკოლის წარმომადგენლები, პროფესორები და სტუდენტები წეროვანის ფსიქიკური და ფიზიკური უნარშეზღუდვების მქონე ბავშვთა და მოზრდილთა დღის ცენტრს ეწვივნენ, რომელიც საქართველოს უნივერსიტეტის ნორვეგიელი მეგობრების, ტორალფ და რანდი ჰასვოლდების ძალისხმევით შეიქმნა და ფუნქციონირებს.
ვიზიტის ფარგლებში, ცენტრის ბენეფიციარებს უფასო სამედიცინო კონსულტაციები და გასინჯვები ჩაუტარდათ. საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორებმა, სტუდენტების ასისტირებით, ადგილზე უზრუნველყვეს მაღალკვალიფიციური მომსახურება შემდეგი მიმართულებებით:
სამედიცინო შემოწმების პარალელურად, უნივერსიტეტის სტუდენტების ორგანიზებით ბენეფიციარებისთვის არტ-თერაპიის სპეციალური აქტივობები მოეწყო, რამაც დღის ცენტრის წევრების შემოქმედებით ჩართულობასა და პოზიტიური განწყობის შექმნას შეუწყო ხელი.
„აღნიშნული ღონისძიება ევროპის ჯანმრთელობის კვირეულის წლევანდელ მთავარ ქვე-თემას – „თანასწორობის პრიორიტეტულობა ინკლუზიურ ჯანდაცვაში ინვესტირებით“ – მიეძღვნა. მისი მიზანია ხაზი გაუსვას თითოეული მოქალაქისთვის ხარისხიან ჯანდაცვაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას და ხელი შეუწყოს საზოგადოებაში ინკლუზიური გარემოს განმტკიცებას.“ - მარიამ ლობჯანიძე ( საქართველოს უნივერსიტეტის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და ჯანდაცვის მენეჯმენტის დეპარტამენტის უფროსი)
საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა მსგავსი ტიპის სოციალურ პროექტებს მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს, რაც სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მიღების, ხოლო საზოგადოებისთვის – საჭირო მხარდაჭერის საუკეთესო შესაძლებლობაა.