ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

SHARE ON


28 May 2026

Technovation Girls-ის დასკვნითი ღონისძიება

 

საქართველოს უნივერსიტეტში საერთაშორისო პროგრამის Technovation Girls-ის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, სადაც მონაწილე გუნდებმა რამდენიმე თვის განმავლობაში შექმნილი ტექნოლოგიური პროექტები წარადგინეს და საქართველოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

23 და 24 მაისს საქართველოს უნივერსიტეტში გამართულ ფინალურ ღონისძიებაზე გუნდებმა საკუთარი პროექტები ჟიურის წინაშე წარადგინეს. კონკურსის შედეგად საქართველოს გამარჯვებული 6 გუნდი გახდა და მსოფლიო კონკურსის ნახევარფინალში გადაინაცვლა.

გამოვლინდნენ უმცროსი ასაკობრივი კატეგორიის (13-15) გამარჯვებულები:

  • Team01 - პროექტი AstroRoot ელენე კალანდარიშვილი, ქეთო მაჭავარიანი, მარი ცეკვავა, ანა კერესელიძე, მარიამ სხირტლაძე - შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებელი „ანი-ზეტი“
  • Novastar - პროექტი MoveTogether ლიტა სხირტლაძე, თეკლა ცხადაძე, ანანო ფულარიანი, რუსუდან დიაკონიძე, მართა ბურდილაძე - სკოლა „ქორალი“

ჯუნიორ გამარჯვებულებს სპეციალური 500-ლარიანი ვაუჩერები გადასცა İşbank Georgia-მ, რომელმაც პროექტში ახალგაზრდების ტექნოლოგიური განათლების მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

უფროსი ასაკობრივი კატეგორიის (16-18) გამარჯვებულები გახდნენ:

  • Soil-sense - პროექტი SoilSense ქეთი ბუზალაძე (ახმეტის სოფელ ქისტაურის სკოლა), მარიამ მალვენიშვილი (ახმეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლა), მარიამ ბაგაური (ახმეტის N1 საჯარო სკოლა)
  • Gesto - პროექტი GESTO ნია ჯანაშია, თამარ თუმანიშვილი - გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია
  • Zathura - პროექტი mosavali ბარბარე კაკულაშვილი, ელენე მაისურაძე, ანასტასია იზორია - სკოლა კომაროვი
  • Litami - პროექტი Opportunet ანასტასია კუპატაძე (სკოლა კომაროვი), მია ქართლელიშვილი (ვეკუას სკოლა), ლიზი ყავლაშვილი (52-ე საჯარო სკოლა)

სენიორ გუნდებს სპეციალური პრიზები გადასცეს საქართველოს უნივერსიტეტმა და Softgen Group-მა - გამარჯვებულებმა 100-100 ლარიანი ვაუჩერები მიიღეს.

კონკურსის ფარგლებში განსაკუთრებული აღიარება მიიღო კომაროვის სკოლამაც - როგორც საუკეთესო შედეგების მქონე სკოლას, მას კრედო ბანკისგან 2000-ლარიანი სპეციალური პრიზი გადაეცა.

პროექტის კიდევ ერთი პარტნიორის UNFPA-ს დამატებითი სპეციალური ჯილდო მიიღო გუნდმა Wright პროექტისთვის Inforumi, სადაც გათვალისწინებული იყო Safety by Design მიდგომები.

Technovation Girls-ის ერთ-ერთი მთავარი ძალა სწორედ პარტნიორული ქსელია, რომელიც პროექტს მხოლოდ კონკურსად არ ტოვებს და მას რეალურ საგანმანათლებლო ეკოსისტემად აქცევს. წელს პროექტის მხარდამჭერები და პარტნიორები იყვნენ: Association of Teachers of Exact and Natural Sciences, Idea Design Group, Quantum Computing Association, İşbank Georgia, Softgen Group, NB Legal, Credo Bank და UN Women.

საქართველოს გამარჯვებული გუნდები უკვე საერთაშორისო ეტაპზე გადადიან და მსოფლიო ნახევარფინალში უცხოელი ჟიურის შეფასებას დაელოდებიან.

ამასთან, პროექტის საუკეთესო 20 გუნდი მონაწილეობას მიიღებს საქართველოს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ტექნოლოგიურ საზაფხულო ბანაკში, სადაც მონაწილეები გაიღრმავებენ ცოდნას ტექნოლოგიების მიმართულებით, იმუშავებენ ახალ პროექტებზე და შეხვდებიან წამყვან ინჟინრებსა და სფეროს პროფესიონალებს.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი