ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

SHARE ON


1 June 2026

UG ინოვატორი - სამუშაო შეხვედრები დაიწყო

 

კრეატიულობისა და ინოვაციების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს უნივერსიტეტმა და UG Startup Factory - მა, მასშტაბური საგანმანათლებლო-სამეწარმეო პროექტი - UG ინოვატორი დაიწყო და პირველი შეხვედრა ჩაატარა. პროექტი მიზნად ისახავს თბილისსა და რუსთავში  აკრედიტირებული საჯარო და კერძო სკოლების უფროსკლასელებში ინოვაციური, პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული და სამეწარმეო აზროვნების განვითარებას.

UG ინოვატორი არის 8-კვირიანი პროგრამა, რომელიც აერთიანებს სწავლას, მენტორინგს, კონკურსს და საბოლოო დემო დღეს. პროექტი შესაძლებლობას აძლევს X–XII კლასის მოსწავლეებს შექმნან საკუთარი ინოვაციური იდეები, იმუშაონ რეალურ პრობლემებზე, წარმოადგინონ გადაწყვეტები პროფესიული ჟიურის წინაშე და მოიგონ 10 000 ლარიანი საპრიზო ფონდიდან ფულადი ჯილდო:

  • I ადგილი - 5000 ლარი
  • II ადგილი - 3000 ლარი
  • III ადგილი - 2000 ლარი

თბილისისა და რუსთავის მასშტაბით, პროექტში ოცი სხვადასხვა გუნდია ჩართული, რომელთაც მენტორობას მათი სკოლის მასწავლებლები უწევენ. მონაწილე გუნდებს უკვე ჩაუტარდათ ორი შეხვედრა, სადაც პროექტის გაცნობასთან ერთად მიიღეს სამუშაო დავალებები და დაიწყეს სასწავლო პროცესი. რომლის ფარგლებშიც 28 - 29 მაისს, ჩაუტარდათ ტრენინგი / სწავლება, იდეის დამუშავებისა და გენერირების პროცესზე, ტრენერმა საბა ხერგიანმა მოსწავლეებთან დეტალურად გაიარა  იდეის შექმნისა და ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული საკვანძო დეტალები. მოსწავლეებს მიეცათ პრაქტიკული დავალება, რომელზეც გუნდებმა ერთად უნდა იმუშაონ და შემდგომ ეტაპზე, შიდა Demo დღეზე წარადგინონ - პრეზენტაციის სახით, რის საფუძველზეც, სპეციალური ჟიური საუკეთესო ათ გუნდს დაასახელებს, რომელთა შორისაც გამოვლინდება საუკეთესო პირველი სამეული.  






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი