ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


20 December 2019
საქართველოს უნივერსიტეტში კიბერჰაკათონი გაიმართა

20-21 დეკემბერს, საქართველოს უნივერსიტეტის ტექნოლოგიების და მეცნიერებების სკოლის ორგანიზებით კიბერჰაკათონი გაიმართა, სადაც მონაწილეებმა ვებ-აპლიკაციებზე და კიბერუსაფრთხოებაზე დაფუძნებული ღია კოდის მქონე უსაფრთხოების პროგრამები შექმნეს.

კიბერჰაკათონში მონაწილეობა მიიღეს როგორც ინდივიდუალურმა პირებმა ასევე კერძო და საჯარო ორგანიზაციებმა: საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, თიბისი ბანკმა,საქართველოს ბანკმა, Cloud9-მ და ა.შ.

ღონისძიებაზე გუნდები ერთმანეთს სხვადასხვა დავალების შესრულებაში ეჯიბრებოდნენ: კიბერშეტევის დროს ვირტუალური სივრცის დაცვა, კიბერინციდენტების გამოვლენა და მათი აღმოფხვრა. კომპეტენტურმა ჟიურიმ კი, წარმატებული მონაწილეები გამოვლინა და მათ პრიზები გადასცა.

საქართველოს უნივერსიტეტი მსგავსი ღონისძიებების დახმარებით აქტიურად ცდილობს ტექნოლოგიური ტენდენციების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

21-ე საუკუნე ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაა, სხვადასხვა საჯარო თუ კერძო ორგანიზაცია დიდი რაოდენობის მონაცემებს ამუშავებს და ინახავს. ამ ინფორმაციის დაცვა და არსებულ სისტემაში ინოვაციების დანერგვა კი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ორგანიზატორები ასევე იყვნენ  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ კომპიუტერული ინციდენტების სწრაფი დახმარების ჯგუფი (CERT.GOV.GE) და არაკომერციულ ორგანიზაცია „OWASP“.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი