18 სექტემბერს, საქართველოს უნივერსიტეტში ფრიდრიხ ჰაიეკის წიგნის - "გზა ბატონყმობისკენ" - ქართული გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა, ქართული თარგმანის ავტორმა, სანდრო რაქვიაშვილმა ( ქართველი პოლიტიკოსი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი ) ინტერაქციულ რეჟიმში განიხილა მწერლის, ჰაიეკის როლი მეოცე საუკუნის დარგობრივ მწერალთა შორის.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ფრიდრიხ ჰაიეკი იყო ავსტრიელი ეკონომისტი, ავსტრიის ეკონომიური კვლევების ინსტიტუტის დირექტორი, ლონდონის, ჩიკაგოს, ფრაიბურგის უნივერსიტეტების პროფესორი, ზალცბურგის უნივერსიტეტის პროფესორ-კონსულტანტი. ნობელის პრემიის ლაურეატი, რომლის ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარია სწორედ ეს უკანასკნელი. როგორც წიგნის პრეზენტაციისას გაჟღერდა ნამუშევარი თანმიმდევრულად განიხილავს ლიბერალური ეკონომიკის არსს და იმ მიდგომებს, რაც თანამედროვე სამყაროსთვის ჯერ კიდევ საკამათო საკითხია აღსანიშნავია, რომ ამ ნაშრომით ჰაიეკი ერთის მხრივ ამხელს ეკონომიკური მიდგომის ორივე მხარეს, როგორც კაპიტალიზმს ასევე სოციალიზმს და ერთგვარ ოქროს შუალედს სთავაზობს მკითხველს.
"ჩვენს საზოგადოების ისტორიის ნაწილია ლიბერალიზმის ნათელი მაგალითი - ილია ჭავჭავაძე, რომლის მიდგომებიც ყველა სფეროს თანაბრად ერგებოდა, მათ შორის ეკონომიკას, ხოლო ლიბერალური ეკონომიკის მთელი არსი და რაც მთავარია პრაქტიკული მიმართება შეგვიძლია სწორედ ფრიდრიხ ჰაიეკის ნაშრომში "გზა ბატონყმობისკენ" ვიპოვოთ. ვფიქრობ ამ წიგნის თარგმნით სტუდენტებს და არამარტო - გავუმარტივებთ გზას, რომელზეც გავლისას შეძლებენ ნათლად დააყენონ საკითხი არსებული ეკონომიკური მაგალითების ვარგისიანობის შესახებ. რადგან საზოგადოების არჩევანი არ შეიძლება ემყარებოდეს რაღაც მარტივს, ის საკუთარი არსიდან გამომდინარე უნდა იყოს სასიკეთო და სასარგებლო." გვიზიარებს სანდრო რაქვიაშვილი
აღსანიშნავია, რომ საქართველოს უნივერსიტეტი, საკუთარი გამომცემლობის ჩართულობით, აქტიურად კურირებს მსგავსი ლიტერატურის თარგმნა გამოცემის პროცესს, რაც თავისთავად სტუდენტებს საშუალებას აძლევს ამ ნაშრომებს, როგორც დამატებით ლიტერატურას გაეცნონ და საჭიროების შემთხვევაში ამ მიმართულებით იმუშაონ, კონკრეტულ დარგობრივ თემებზე.