ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

SHARE ON


4 August 2026

კვანტური ტექნოლოგიების კვირეული - საქართველოს უნივერსიტეტში

 

13-17 ივლისს, საქართველოს უნივერსიტეტმა, კვანტური ტექნოლოგიების კვირეულს უმასპინძლა, წინასწარ რეგისტრირებული მოსწავლეებისთვის, 9-12 კლასები, რომელთაც ჩაუტარდათ თეორული და პრაქტიკული სწავლება კვანტური ტექნოლოგიების საფუძვლების შესახებ. 

კვირეულის განმავლობაში მონაწილეები ესწრებოდნენ ლექციებს, სადაც საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორებმა კახაბერ თავზარაშვილმა, ირაკლი ნოსელიძემ და ნანა დიხამინჯიამ, ასევე Apple-ის Tech Lead მიხეილ წიკლაურმა, ისაუბრეს კვანტური გამოთვლების, კვანტური კომუნიკაციის, კვანტური ალგორითმებისა და იმ შესაძლებლობების შესახებ, რომლებიც ამ მიმართულებას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მომავალში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

პროგრამის პრაქტიკულ ნაწილს უძღვებოდნენ UC Davis-ის სტუდენტი გიორგი წიკლაური და Mountain View High School-ის მოსწავლე ალექსანდრე წიკლაური, რომლებმაც მონაწილეებისთვის IBM Qiskit-ის ვორქშოფი ჩაატარეს. უფროსკლასელებმა თავად შექმნეს და გამოსცადეს მარტივი კვანტური ალგორითმები, გაეცნენ კვანტური პროგრამირების საფუძვლებს და ნახეს, როგორ გადადის თეორია რეალურ პროგრამულ გარემოში.

" შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ  დღეს, ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია კვანტური გამოთვლები და რაღა თქმა უნდა, ხელოვნური ინტელექტი, ამიტომ საქართველოს უნივერსიტეტის ეს პროექტი ამ თემებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის, ერთგვარად პირველი საფეხურია სამეცნიერო კიბეზე. იმისთვის რომ არსებულ სიახლეებს ფეხი ავუწყოთ, ჩვენთვის როგორც უნივერსიტეტისთვის, მთავარია ვიყოთ ფლაგმანები - კონკრეტულად ამ თემებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, რათა მათ ზუსტად იცოდნენ თუ რას მოიცავს ეს პროფესია, რა სიახლეებსა და გამოწვევებს აერთიანებს და რაც მთავარია თუ სად (ანუ ჩვენთან) შეუძლიათ მსგავსი აქტივობებით სიღრმისეული ცოდნა მიიღონ. დღეს ხელოვნური ინეტელექტის ენაზე ბევრი საუბრობს, მაგრამ მთავარია სიღრმისეული შინაარსი და არა ზედაპირზე არსებული ანარეკლი - სწორედ ამიტომ აქტიურად გავუძღვებით მსგავსს აქტივობებს მთელი წლის განმავლობაში." გვიზიარებს კახაბერ თავაზარაშვილი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, კვანტური გამოთვლებისა და ხელოვნური ინტელექტის ცენტრის დირექტორი. 

აღსანიშნავია, რომ კვანტური ტექნოლოგიების კვირეული საქართველოს უნივერსიტეტის კვანტური ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის ცენტრის ხელმძღვანელობით ჩატარდა, კვანტური გამოთვლების ასოციაციასთან პარტნიორობით. 

 






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი