7 ივლისს, საქართველოს უნივერსიტეტში, ლიტერტურული კონკურსის, "ფოლიო X-ის" დაჯილდოება გაიმართა. დაახლოებით ერთთვიანი მარათონი გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ კონკურსს საიუბილეო წელი ჰქონდა. "ფოლიო" ათი წლის გახდა, რაც თავის მხრივ ათასობით ნაწერის და ათეულობით გამარჯვებულის ისტორიაა.
ეს არის კონკურსი, რომელშიც თანაბარი ძალებითა და მონდომებით ეჯიბრებიან ერთმანეთს სტუდენტები და მოსწავლეები მთელი ქვეყნის მასშტაბით. (მე -11, მე -12 კლასელები)
ლიტერატურულმა კონკურსმა, უკვე ათი წელია არაერთ ახალგაზრდა ავტორს მისცა შესაძლებლობა, საკუთარი სიტყვა ფართო აუდიტორიისთვის გაეზიარებინა და ლიტერატურულ გზაზე პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაედგა. წლევანდელი, 2026 წლის თემა იყო "აღმოაჩინე მეტი" - შესაბამისად მონაწილეებს სრული თავისუფლება ჰქონდათ შინაარსა და წერის მეთოდში.
სპეციალურად მოწვეულმა ჟიურიმ, გიორგი კეკელიძემ პირადად დააჯილდოვა სამი გამარჯვებული ნაშრომის ავტორი, ასევე გამოვლინდა საქართველოს უნივერსიტეტის რჩეული, ვაჩე ყანჩაველი, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტი, ნაშრომით "სარდაფში აბლაბუდებში", რომელსაც უნივერსიტეტმა სამახსოვრო ჯილდო გადასცა.
"ფოლიო X-ის" გამარჯვებულები არიან:
დაჯილდოების ფარგლებში, გაჟღერდა უნივერსიტეტის ინიციატივა, რაც საუბილეო წელთან დაკავშირებით "ფოლიოს" ნაშრომების კრებულის გამოცემას გულისხმობს, რომელშიც, რაღა თქმა უნდა, მოხვდება ყველა გამარჯვებული ავტორის ნაშრომი.
"ფოლიოში მონაწილეობაზე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი, გადაწყვეტილების მიღება მიჭირდა, ალბათ არ ვიყავი მზად - მოქმედებისთვის. წელს კი - უბრალოდ მომინდა დამეწერა ამბავი, ამბავზე თუ როგორ გადაარჩინა ერთმა ინგუშმა ბიჭმა მეგობარი და ამას თავად შეეწირა. ჩემს ნაშრომს ვუძღვნი ხიზირ დერბიჩევს, ყველაზე ცოცხალს ცოცხალთა შორის" - გვიზიარებს მარიამ წიწრიაშვილი.
საქართველოს უნივერსიტეტის ლიტერატურული კონკურსი "ფოლიო" ერთი წლით ემშვიდობება მომავალ მწერლებს.