ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


15 December 2021
UC Berkeley-ი და საქართველოს უნივერსიტეტი მეწარმეობის და ინოვაციების მიმართულებით თანამშრომლობას იწყებენ

UC Berkeley მსოფლიოში #1 საჯარო უნივერსიტეტია და იკავებს #2 ადგილს მსოფლიოში საუკეთესო სასწავლო პროგრამებით და კომპეტენციით სტარტაპ და მეწარმეობის მიმართულებით.

პარტნიორული ხელშეკრულების ფარგლებში, UC Berkeley-ის, მეწარმეობის და ტექნოლოგიების ცენტრი (SCET) საქართველოს უნივერსიტეტს და კომპანია Future Laboratory-ის ინოვაციების და მეწარმეობის სამაგისტრო პროგრამის ფორმირებაში დაეხმარება.

თანამშრომლობის ფარგლებში, მოხდება სასწავლო მეთოდების გადაცემა, ინსტრუქტორების მომზადება Berkeley-ის Method of Entrepreneurship-ის შემდგომი გამოყენებისთვის, Sutardja Entrepreneurship & Technology Center (SCET) სხვა და სხვა პროგრამებთან და ინფრასტრუქტურასთან დაშვება, მათ შორის აქსელერაციის პროგრამებთან, მენტორებთან და სხვა.

ინოვაციების და მეწარმეობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები ასევე შეძლებენ გაემგზავრონ აშშ-ში და 3 თვის განმავლობაში, UC Berkeley-ში, კალიფორნიაში, სტარტაპ სემესტრს დაესწრონ. სემესტრის ფარგლებში სტუდენტი, Berkeley-ის პროფესორების ლექციებს დაესწრებიან, უნივერსიტეტის სხვა სტუდენტებთან ერთად, მიიღებენ სემესტრის გავლის შესაბამის დამადასტურებელ საბუთს ბერკლიში სემესტრის და საგნების გავლასთან დაკავშირებით.

ინოვაციებისა და მეწარმეობის სამაგისტრო პროგრამა 2022 წლის სექტემბერში იწყება. ეს იქნება ყველაზე პრაქტიკული პროგრამა ინოვაციასა და მეწარმეობაში რეგიონში, მოქმედი სტარტაპების დამფუძნებლების და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით. დამოუკიდებელი სასწავლო პროგრამა შეიქმნა Future Laboratory-თან ერთად, რომელიც რეგიონში ერთ-ერთ წამყვანი კომპანიაა სტარტაპ აქსელერაციისა და ინოვაციების ეკოსისტემის ფორმირების მიმართულებით.

პროგრამა სრულად იქნება დაფუძნებული პროექტზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიაზე - PBL, უზრუნველყოფს პიროვნული უნარების Soft Skills განვითარებას.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი