ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

SHARE ON


27 May 2026

UGSPN - საჯარო დისკუსია

 

22 მაისს, საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ნაციონალიზმის კვლევის ცენტრმა (UGSPN) გამართა საჯარო დისკუსია თემაზე: „ჩაუქრობელი ნაპერწკალი: საქართველოს დამოუკიდებლობის გრძელი გზა."

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, დისკუსიის მიზანი,  სხვადასხვა პროფესიული და აკადემიური პერსპექტივებიდან, მსჯელობა იყო, თუ რას ნიშნავს სინამდვილეში დამოუკიდებლობა და რას მოითხოვს ის ქართველებისგან. დისკუსია ფოკუსირდა ქართული წინააღმდეგობის განუწყვეტელ ჯაჭვზე - დამოუკიდებლობის მიღებიდან დამოუკიდებლობის აღდგენამდე და  დღემდე. 

როგორც ცნობილია, 1918 წლის 26 მაისს, გამოცხადდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რეგიონის ერთ-ერთი პირველი საპარლამენტო დემოკრატია და ის სახელმწიფოებრივი საფუძველი, რომელსაც ქართველები 1991 წელს დაუბრუნდნენ. თუმცა, საქართველოში, საბჭოთა ოკუპაციის შვიდი ათწლეულის განმავლობაშიც, დამოუკიდებლობის იდეას ცოცხლად ინახავდნენ. ამრიგად, დამოუკიდებლობის დღე განიხილება იმ საისტორიო ფაქტების ერთობლივ ნაწილად, რამაც საერთო სურათი შექმნა, წარსულიდან - დღემდე. 

დისკუსიის ფარგლებში განიხილეს დამოუკიდებლობისთვის ყოველი თაობის მათეული ბრძოლის მეთოდები და არსებული, თანამედროვე პერსოპექტივები 26 მაისის, როგორც დამოუკიდებლობის დღისადმი - შინაარსის ირგვლივ.  

შეხვედრის მოდერატორი იყო: კონსტანტინე თოფურია — საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი. მომხსენებელთა რიგებში კი იყვნენ: 

  • ბექა კობახიძე — ასოცირებული პროფესორი და საქართველოს თანამედროვე ისტორიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; 
  • ლევან ავალიშვილი— ისტორიკოსი; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) თანადამფუძნებელი და პროგრამების დირექტორი.
  • ნინო ჩიქოვანი — პროფესორი, კულტურის კვლევების ინსტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ზურა ჯაფარიძე — პოლიტიკოსი, საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორი.  





ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი