საქართველოს უნივერსიტეტის ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ინიციატივით, საქართველოს უნივერსიტეტსა და საერთაშორისო კომპანია Teichmann International AG-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა კიბერუსაფრთხოების საკითხებში პრაქტიკის გავლის.
Teichmann International (IT Solutions) AG https://www.teichmann-it.com, არის საკონსულტაციო და კიბერუსაფრთხოების კომპანია, რომელიც საკუთარ კლიენტებს სთავაზობს კიბერსამართლებრივ უსაფრთხოებას და ტექნიკურ მდგრადობას სტრატეგიული რისკების მართვის უნიკალური მიდგომით.
მომავალში დაგეგმილია აღნიშნულ ორგანიზაციას, საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლასა და ჩვენს ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება.