World Poetry Day — პოეზიის მსოფლიო დღე საქართველოს უნივერსიტეტში
სტუდენტურ საქმეთა ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს უნივერსიტეტში პოეზიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი შთამბეჭდავი და შემოქმედებითი ღონისძიება გაიმართა.
საღამოს ფარგლებში სტუდენტებმა წაიკითხეს როგორც ცნობილი ავტორების გამორჩეული ნაწარმოებები, ისე საკუთარი შემოქმედება. შეხვედრამ თბილ, მყუდრო და პოეტურ ატმოსფეროში ჩაიარა, ხოლო მონაწილეებს ღონისძიების დასასრულს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიების ჩატარების თარიღი: 23 მარტი
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი