გიორგი წულუკიძე
მოწვეული ლექტორი - უძღვება ერგონომიკის კურსს. იგი არის არქიტექტურის მეცნიერებათა კანდიდატი (დღეს - არქიტექტურის დოქტორი), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, სადაც წლების განმავლობაში მიყავდა და მიყავს სხვადასხვა სალექციო კურსი (ერგონომიკა, ავეჯის დიზაინი, გარემოს დიზაინი, ინტერიერის დიზაინი, ტექნიკური ესთეტიკა, ვიტრაჟის დიზაინი). მას აქვს გამოქვეყნებული სახელმძღვანელოები, სალექციო კურსები, მეთოდური მითითებები და სამეცნიერო სტატიები. გარდა ამისა, იგი არის მთელი რიგი განხორციელებული პროექტების ავტორი. მას აქვს 26 წლიანი საუნივერსიტეტო პედაგოგიური გამოცდილება.