გიორგი ჩიტიძე - მოწვეული ლექტორი - უძღვება ადამიანის ძირითადი უფლებების კურსს. მას მიღებული აქვს ადამიანის უფლებების პოლიტიკისა და პრაქტიკის მაგისტრის ხარისხი როეჰამპტონის უნივერსიტეტისგან (გაერთიანებული სამეფო), გოტენბურგის უნივერსიტეტისგან (შვედეთი) და ნორვეგიის არქტიკის უნივერსიტეტისგან (ნორვეგია). ასევე, 2012 წელს, მიენიჭა სამართლის ბაკალავრის ხარისხი ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან.
გიორგი ჩიტიძე ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებების პროგრამას საქართველოს ღია საზოგადოების ფონდში, ასევე ასწავლის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასწავლიდა თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტსა და შავი ზღვის უნივერსიტეტში. გიორგი არის სამეცნიერო ჟურნალ „კონსტიტუციური სამართლის მიმოხილვის“ მთავარი რედაქტორი. წლების განმავლობაში, გიორგი მუშაობდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მოწვეულ სპეციალისტად, სამართლებრივ კონსულტანტად, უფროს და მთავარ მრჩევლად. მას აქვს ლიდერობის, პროექტების მართვისა და მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილება და აკადემიური სწავლების მდიდარი პრაქტიკა.