
ზვიად შანავა
ასოცირებული პროფესორი
დოქტორი
პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი
სოციალურ მეცნიერებათა სკოლა
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ეკონომიკის ფაკულტეტი (ფინანსები და კრედიტი) - ბაკალავრი - 1990-03-09 - 1996-06-20
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - ბიზნეს ინჟინერინგის ფაკულტეტი - დოქტორი - 2008-01-10 - 2011-03-12
აშშ-ს არმიის ლოგისტიკის უნივერსიტეტი - ლოგისტიკა - მაგისტრი - 2014-03-02 - 2014-11-12
IJSSER - 2021
ANALYSIS AND EVALUATION OF FINANCIAL EDUCATION OF THE POPULATION IN GEORGIA - 2021
Challenges and Perspectives of Corporate Governance in Georgia - 2022
RECENT SCIENTIFIC INVESTIGATION - 11-12-2021
SCIENTIFIC TRENDS AND TRENDS IN THE CONTEXT OF GLOBALIZATION - 21-12-2021
SCIENTIFIC GOALS AND PURPOSES IN XXI CENTURY - 19-01-2022
INTERNATIONAL FORUM: PROBLEMS AND SCIENTIFIC SOLUTIONS - 26-01-2022
RECENT ADVANCES IN GLOBAL SCIENCE - 16-08-2022
DIVERSITY AND INCLUSION IN SCIENTIFIC AREA - 26-08-2022
მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი-IREL5245 (
2023/2024;
)
ზვიად შანავა (Ph.D.)
ზვიად შანავას მიღებული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი ეკონომიკაში და გავლილი აქვს სპეციალური კურსები სხვადასხვა მიმართულებით. იგი ამჟამად იკავებს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სასწავლო ანალიტიკური ცენტრის, სტრატეგიული ლიდერობისა და თავდაცვის დაგეგმვის კურსის უფროსის პოზიციას.
დაიბადა ქ. ცაგერში 1971 წლის 20 ივნისს, 1992 წლიდან დღემდე მსახურობს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში.
სამსახურის პერიოდში მას ეკავა მრავალი საკვანძო თანამდებობა, ტაქტიკურიდან სტრატეგიულ დონემდე. მისი ძირითადი ფუნქციები მოიცავდა თავდაცვის დაგეგმვას, რესურსების მართვას, ლოგისტიკას, მატერიალურ მენეჯმენტს (შესყიდვების მენეჯმენტის ჩათვლით), ადმინისტრაციას და ფინანსებს.
ზ. შანავას მიღებული აქვს მონაწილეობა სამშვიდობო მისიებში საზღვარგარეთ: ერაყი, ავღანეთი. ასევე მონაწილეობდა სხვა მხარდამჭერ ოპერაციებში როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ. ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული საქართველოსა და აშშ-ს ერთობლივი წვრთნისა და აღჭურვის პროგრამაში.
თავისი ძირითადი საქმიანობის პარალელურად იგი ახორციელებს პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და უძღვება სხვადასხვა დისციპლინებს, როგორებიცაა: ლოგისტიკა, მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი, დისტრიბუცია, ბიზნეს ადმინისტრირება, ეკონომიკის საფუძვლები, ფინანსები და სხვა, როგორც საბაკალავრო ასევე სამაგისტრო პროგრამებზე.
ყავს მეუღლე და 3 შვილი
განათლება:
• 1996 - ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ფინანსები და კრედიტი (ბაკალავრიატი);
• 2000 - თურქეთის სახმელეთო ძალების სამხედრო სასწავლებელი. ფინანსებისა და ლოგისტიკის მენეჯმენტის პროგრამა.
• 2002 – NATO-ს სამხედრო დამკვირვებლის კურსი; პარტნიორობა მშვიდობისათვის სასწავლო ცენტრი. ანკარა, თურქეთის რესპუბლიკა.
• 2006 - ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის რესურსების დაგეგმვის კურსი.
• 2009 - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), დიპლომატია და პოლიტიკის სამართალი.
• 2011 - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი, დოქტორანტურა (Ph.D.).
• 2014 – აშშ-ს არმიის ლოგისტიკის უნივერსიტეტი, სამხედრო თეატრის ლოგისტიკური დაგეგმვისა და უზრუნველყოფის პროგრამა, ლოგისტიკის მასტერი.
• 2021 – საშტაბო სამეთაურო კოლეჯი, უზრუნველყოფის ოპერაციების სასწავლო პროგრამა.
სამუშაო გამოცდილება
• 1992-1997 - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, სამედიცინო სამმართველო, სამხედრო ჰოსპიტალი, საფინანსო განყოფილების უფროსი;
• 1997-2001 - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ფინანსების მართვის დეპარტამენტი, სამხედრო ბიუჯეტის დაგეგმვის განყოფილების უფროსის მოადგილე/განყოფლების უფროსი;
• 2001-2003 - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საბიუჯეტო სამმართველოს უფროსის მოადგილე;
• 2002-2004 - აშშ - საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა. ბატალიონის შტაბის ოფიცერი, პროგრამის კოორდინატორი;
• 2003-2005 - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საფინანსო სახაზინო სამმართველოს უფროსის მოადგილე;
• 2005-2007 - გენერალური შტაბის, J4 - ლოგისტიკის დეპარტამენტსი უფროსი;
• 2007-2008 - მე-3 ქვეითი ბრიგადის ლოგისტის სამსახურის უფროსი. ერაყის სამშვიდობო მისია, ბრიგადის უზრუნველყოფის ოპერაციები;
• 2008-2012 - საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახური. ადმინისტრაციული დირექტორატი, განყოფილების უფროსი;
• 2012-2013 - გაერთიანებული შტაბის J4 - ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსი.
• 2013-2014 - გენერალური შტაბის მრჩეველთა ჯგუფის წევრი, გენერალური შტაბის უფროსის მრჩეველი;
• 2014-2015 - გენერალური შტაბის, J 4/8 ლოგისტიკისა და რესურსების დეპარტამენტის უფროსი;
• 2015-2016 - ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის, სპეციალური აღჭურვილობისა და ტექნიკის რემონტების განყოფილების უფროსი;
• 2016-2017 გენერალური შტაბის ლოგისტის სამსახურის უფროსი;
• 2017-2020 - დიპლომატიური სამსახური, თავდაცვის ატაშე ბალტიის ქვეყნებში;
• 2020-დან დღემდე - თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სასწავლო ანალიტიკური ცენტრის, სტრატეგიული ლიდერობისა და თავდაცვის დაგეგმვის კურსის უფროსი.
ასოციაციები:
- საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციის ექსპერტი მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტის და დისტრიბუციის, მულტიმოდალური გადაზიდვების და სატრანზიტო შესაძლებლობების სფეროში;
- საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაციის კონსულტანტ-ექსპერტი სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ტვირთების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორისა და ტრანზიტის გადაზვების საკითხებში;
- საერთაშორისო ლოგისტიკური ასოციაციის SOLE-ს წევრი, ლოგისტიკის ექსპერტი (აშშ - ვირჯინია).
სერთიფიკატები/დიპლომები:
• ფინანსები და საბიუჯეტო მენეჯმენტი;
• რესურსების დაგეგმვა;
• ლოგისტიკა;
• საერთაშორისო სამართალი და დიპლომატია;
• სამშვიდობო ოპერაციების სამხედრო დამკვირვებელი;
• უზრუნველყოფის ოპერაციების დაგეგმვა.
უცხო ენები: ინგლისური, თურქული, რუსული.
ჯილდოები:
• 2002 - მედალი მხედრული მამაცობისთვის;
• 2003 - მედალი მხედრული მამაცობისთვის;
• 2008 - აშშ-ს არმიის ქების მედალი ერაყის ოპერაციებში მონაწილეობისათვის;
• 2013 - მედალი სამშობლოსათვის თავდადებული;
• 2013 - I ხარისხის მედალი სამხედრო ძალებში უმწიკვლო სამსახურისათვის;
• 2016 - მედალი სამშობლოსათვის თავდადებული;
• 2020 - მედალი სამშვიდობო ოპერაციებში წარმატებული მონაწილეობისათვის;
• 2021 - მედალი - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აღმშენებლობის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული დამსახურებისათვის. სამხედრო ძალების შემადგენლობაში 30 წლის სამსახურისათვის.
სამხედრო წოდება: პოლკოვნიკი
ზვიად შანავას მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო კონფერენციებში და გამოქვეყნებული აქვს პუბლიკაციები: რეგიონალური უსაფრთხოების, საერთშორისო ლოგისტიკური და სატრანზიტო შესაძლებლობების განვითრების, სატრანსპორტო პოლიტიკისა და ლოგისტიკურ საკითხებზე. გააჩნია სამეცნიერო და მენეჯერული მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.