ლუკა თავზარაშვილი
მოწვეული ლექტორი
ბაკალავრი
ინჟინერიის დეპარტამენტი
,მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლა
აბდულაჰ გიულის უნივერსიტეტი - არქიტექტურა - ბაკალავრი - 2015-09-28 - 2020-05-06
მალაიის უნივერსიტეტი - არქიტექტურა - ბაკალავრი - 2016-05-09 - 2017-07-07
თანამედროვე ტექნოლოგიები-STEM0005 (
2022/2023;
2023/2024;
2024/2025;
)
ქალაქგეგმარების საფუძვლები-ARCT4130 (
2023/2024;
2024/2025;
)
თანამედროვე ტექნოლოგიები-STEM0005
ქალაქგეგმარების საფუძვლები-ARCT4130
არქიტექტორი, სპეციალიზირებით ქალაქმგეგმარებელი და ლანდშაფტის დიზაინერი. 2020
წელს მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი არქიტექტურაში, აბდულაჰ გიულის
უნივერსიტეტში - ქალაქი კაისერი, თურქეთი. ასევე, 2016-17 წლებში გავლილი აქვს 1
წლიანი გაცვლითი პროგრამა კუალა ლუმპურში, მალაიზიაში.
ამ პერიოდში მან შეიძინა და აითვისა მულტიდისციპლინარული და მრავალმასშტაბიანი
დიზაინის/დაგეგმარების უნარჩვევები რომლებიც ძირეულად გულისხმობს გარემოს
დაკვირვებას და ამუმწურავ, სინთეზურ ჩარევებს როგორც ისტორიულ-კულტურულ, ისე
ეკოლოგიურ-ტექნოლოგიურ ჭრილში. სწავლამ და მოგზაურობამ განსაზღვრა მისი
პროფესიული თვალსაწიერი რომელიც ითვალისწინებს საკითხის ფართოდ აღქმის და მისი
გადაჭრის მოქნილ და ადექვატურ გზების დასახვის უნარს.
სამუშაო პრაქტიკა გავლილი აქვს ლოკალურ საკითხებზე გლობალური მიდგომებით
მომუშავე სტუდიებში, ისეთ ქალაქებში როგორიცაა ბარსელონა, თბილისი, კუალა
ლუმპური, სტამბოლი. ამჟამად მუშაობს ლანდშაფტის არქიტექტურასა და ურბანულ
ლანდშაფტის პროექტებზე, თბილისში დაფუძნებულ საერთაშორისო სტუდია
“რუდერალში”
ძირითადი ინტერესის სფეროებია: არქიტექტურა, ქალაქგეგმარება და თანამედროვე
“ჭკვიანი ქალაქების” ტექნოლოგიური მართვის სისტემები; ეკოლოგიურ პროცესებზე
დაყრდნობილი დიზაინი; მონაცემთა ანალიზი და სინთეზი; კომპიუტერული ტექნოლოგია
არქიტექტურასა და ქალაქგეგმარებაში; ლანდშაფტის არქიტექტურა და ურბანული
ლანდშაფტი; პოლიტიკა და სივრცითი სამართლიანობა.