ვახტანგ გურაბანიძე - მოწვეული ლქტორი - უძღვება კლინიკური უნარ-ჩვევების სალექციო კურსს. მას აქვს დიპლომირებული მედიკოსის ხარისხი, 2009 წელს დაასრულა დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი; 2015 წელს მიიღო საექიმო საქმიანობის ლიცენზია, სპეციალობა მეანობა-გინეკოლოგია. აქვს მეაობა-გინეკოლოგიის ფაკულტეტზე ლექტორად მუშაობის 7 წლიანი გამოცდილება, ასევე OSCE გამოცდების ორგანიზების და ჩატარების გამოცდილება. სპეციალობის მიმართულებით გავლილი აქვს პრაქტიკები ლიტვაში და საფრანგეთში. აქვს გამოცდილება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზებასა და მონაწილეობაში. 2017 წლიდან დასაქმებულია გაგუას კლინიკაში მეან-გინეკოლოგისა და სამედიცინო პერსონალის გადამზადების მენეჯერად (უწყვეტი პროფესიული განათლების და რეზიდენტურის მიმართულებით), ასევე მონაწილეობს სამედიცინო ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯმენტში და კლინიკურ კველევბში. ამჟამად არის დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტი და თბილისის გეშტალტ ინსტიტუტის ფსიქოთერაპიის სასწავლო კურსის სტუდენტი.