ლიანა ზაგაშვილი არის სამართლის დოქტორანტი, რომელსაც იურიდიულ სფეროში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. მისი კვლევის სფეროა საავტორო უფლებები და ხელოვნური ინტელექტი. მისი გამოქვეყნებული პუბლიკაციაც ეხება საავტორო უფლებებსა და მის განვითარებას ამერიკის შეერთებულ შტატებში. დისერტაცია ეხება ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ლიტერატურული ნაწარმოების საავტორო უფლებების დაცვას. მინიჭებული აქვს სამართლის ბაკალავრის ხარისხი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და სამართლის მაგისტრის ხარისხი სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში. მისი გამოცდილება მიუხედავად საქართველოს უნივერსიტეტში დაკავებული პოზიციისა, უკავშირდება, როგორც განათლების სფეროს, ასევე კერძო იურიდიულ პრაქტიკას. შესაბამისად, წლების განმავლობაში დაკავებული ჰქონდა იურისტის პოზიცია სხვადასხვა კერძო კომპანიში. ლიანა ასევე იკავებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, უმაღლესს საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის ექსპერტის პოზიციასა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის პოზიციას კერძო სკოლა "ინეტელექტ პლიუსში".