მედიცინის დოქტორი (MD), გადაუდებელი მედიცინის მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილებით. ვფლობ გადაუდებელი პაციენტების შეფასების, დიაგნოსტიკის, რეანიმაციული ღონისძიებებისა და კრიტიკულად მძიმე პაციენტების მართვის ფართო გამოცდილებას. ამჟამად ვმუშაობ გადაუდებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელად, სადაც ჩემი პასუხისმგებლობებია კლინიკური პროცესების მართვა, სამედიცინო გუნდის კოორდინაცია, პაციენტთა უსაფრთხოების გაუმჯობესება და ხარისხის უზრუნველყოფა. მაქვს ასევე სახელმწიფო სერთიფიკატი სპეციალობა: შინაგან სნეულებები, ხუთი წელი ვიმუშავე ინტენსიური თერაპიის გამყოფილებაში, ასევე რამდენიმე წელი ნაქვს ნამუშევარი საგანგებო სიტუაციების კორდინაციისა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დეპარტამენტში უფროს ექიმად.
მაქვს სამედიცინო განათლების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება, ვასწავლიდი სტუდენტებს და რეზიდენტებს კლინიკური უნარების განვითარებას, ვატარებდი პრაქტიკული ტრენინგებს.
ორიენტირებული ვარ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მედიცინაზე, უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე და მაღალი ხარისხის პაციენტზე ორიენტირებული სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფაზე.