
მარიამ გველესიანი
1974 - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხელოვნების ისტორიის და თეორიის სპეციალობით
1980 - ილია ჭაჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, ინგლისური ენა
2004 - მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, ისტორიული კულტუროლოგია
1975- საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახ. ხელოვნების მუზეუმი (2017-დან მუზეუმის მმართველის მოადგილე)
2006-საქართველოს უნივერსტეტი, ასოცირებული პროფესორი
მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი მარიამ გველესიანი მრავალი კვლევისა და სამეცნიერო პროექტის ავტორი და მონაწილეა. იგი არის რვასაერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციის წევრი, მონაწილეობა აქვს მიღებული როგორც ეროვნულ და საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში, ასევე ბუდაპეშტის, ოქსფორდის, ვაშინგტონის, ჩიკაგოს უნივერსიტეტების აკადემიურ პროგრამებში. მ. გველესიანს ასევე ნათარგმნი და გამოქვეყნებულ აქვს რამოდენიმე წიგნი და სტატია ინგლისურიდან ქართულად და პირუკუ.