ჯულიეტა ანდღულაძე - საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობის ხელმძღვანელი 2007 წლიდან. საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრი - მედია მენეჯერი. უძღვება ინგლისური ენის სალექციო კურსებს საბაკალავრო სწავლების საფეხურზე. მისი სამეცნიერო ინტერესი მოიცავს საგამომცემლო საქმის და სამეცნიერო ჟურნალების შესწავლას. 2007 წლიდან უძღვება კავკასიის სოციალურ მეცნიერებთა ჟურნალის გამოცემას. ამავე წელს გახდა ბაზის ბანკის სტიპენდიის მფლობელი. 2005 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ-ევროპული ენებისა და ლიტერატურის ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. ჰყავს ქალიშვილი.