ირინე ავალიშვილი - საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებათა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის საექთნო დეპარტამენტის მოწვეული სპეციალისტი 2013 წლიდან. იგი ასევე არის ბაკალავრი ექთნების მენტორი. 2000-2003 წლებში ჩართული იყო დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტის დაფინანსებით მიმდინარე პროექტში „პირველადი ჯანდაცვის განვითარება საქართველოში“. ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარე პროექტებში იგი უძღვებოდა პირველადი ჯანდაცვის სალექციო კურსს ექთნებისათვის. როგორც ექთანი ტრენერი იგი მონაწილეობდა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებულ პროექტში, რომელსაც ერთობლივად ახორციელებდნენ ემორის უნივერსიტეტი (აშშ) და საერთაშორისო ორგანიზაცია „პარტნიორები საერთაშორისო განვითარების“. მას აქვს სხვადასხვა სასწავლო სამედიცინო დაწესებულებებში მუშაობის მდიდარი პედაგოგიური გამოცდილება. იგი აქტიურად მონაწილეობდა სასწავლო პროგრამებისა და კურიკულუმების, პროტოკოლებისა და გაიდლაინების შემუშავებაში. ასევე აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო სამედიცინო პროექტების განხორციელებაში.