თეონა სალუქვაძე- ასოცირებული პროფესორი, საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებათა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლაში. აქვს დოქტორის ხარისხი. არის სერტიფიცირებული მეან- გინეკოლოგი, მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის და საქართველოს და ევროპის მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის წევრი. აქვს სამედიცინო ნაშრომები, პატენტი გამოგონებასთან დაკავშირებით, რის გამოც შეტანილია ენციკლოპედიაში „რუსეთის მეცნიერები“, როგორც საქართველოს წარმომადგენელი.მიღებული აქვს განათლება საფრანგეთში, ქ. კლერმონ-ფერანის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში და სასწავლო ტრენინგ ცენტრში, ენდოსკოპიურ ქირურგიაში. რუსეთის ქ. სანკტ პეტერბურგის დიპლომის შემდგომი განათლების სამედიცინო აკადემიის ბაზაზე გავლილი აქვს კურსი- „ ცოდნის მართვის და სასწავლო პროცესის აქტივაციის თანამედროვე მეთოდები“. აქვს ადამიანური რესურსების მართვის, ორგანიზაციული განვითარების, ლიდერობის, პროექტების მართვისა და ზოგადი მართვის საკითხებში პრაქტიკული მუშაობის, კოსულტირების, ზრდასრულთა ტრენინგების შექმნისა და ჩატარების გამოცდილება.