ბერდია ნაცვლიშვილი - მოწვეული ლექტორი, საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში. არის ორგანიზაცია PH International - ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი. ბერდიას დიდი სამუშაო გამოცდილება აქვს საერთაშორისო განვითარებისა და საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვის და განხორციელების და ორგანიზაციული და ინსტიტუციური მართვის საკითხებში, ისევე როგორც სხვადასხვა აქციების, PR ღონისძიებების და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამაპნიების ორგანიზებაში. ბოლო 12 წლის მანძილზე, ის მუშაობდა და თანამშრომლობდა მოწინავე საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებთან, კერძო სექტორთან, უნივერსიტეტებთან და ტრეინინგ ცენტრბთან. დღესდღეობით, ბერდია უძღვება სალექციო კურსს საზოგადოებასთან ურთიერთობებში საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურზე სხვადასხვა უნივერსიტეტებში. ის არის საქართველოში აქტიურად მომუშავე სხვადასხვა პროფესიული, საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო ორგანიზაციისა დამფუძნებელი და რამოდენიმე ინოვაციური პროექტის ავტორი საზოგადოებასთან ურთიერთობების, ინტერაქტიული კომუნიკაციებისა და ახალი მედიის სფეროში. ბერდია ფლობს ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან საზოგადოებასთან ურთიერთობების სპეციალისტის კვალიფიკაციით.