ხატია დევაძე - საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის, ეკონომიკისა და მართვის სკოლის ასისტენტი 2013 წლიდან. მან წარმატებით დაასრულა საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრი პროგრამა ფინანსების მიმართულებით და ამჟამად არის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი. ხატია 2016 წლიდან საქართველოს უნივერსიტეტში კითხულობს ფინანსური აღრიცხვისა და ბიზნესის საფუძვლების კურსებს. ის ასევე ატარებს ტრენინგებს ბიზნეს-გეგმის შედგენისა და ფინანსების მიმართულებით „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „მეწარმეობის განვითარების სააგენტო“.ხატიას მიღებული აქვს სერტიფიკატები კომპიუტერულ პროგრამა „ორისში“, სამეწარმეო სწავლებაში ეფექტური მეთოდების გამოყენებაში, მომხმარებელის ეფექტურ მომსახურებაში და სხვა.