თეიმურაზ ყანჩელი -მოწვეული სპეციალისტი, საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის, ინჟინერიის და მათემატიკის სკოლაში. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. კითხულობს ლექციებს საქართველოს უნივერსიტეტში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სტატია (მათ შორის უცხო ენებზე), არის 7წიგნის (მათ შორის თანაავტორი) და ოთხი გამოგონების ავტორი. მას გავლილი აქვს ტრენინგები ინფორმაციული ტექნოლოგიების თემატიკაზე და 2017 წელს გაცვლითი პროგამით იმპყოფებოდა სან-დიეგოს უნივერსიტეტში (აშშ). მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო კონფერენციაბში, რომლებიც საზღვარგარეთ იმართებოდა (გერმანია, შვედეთი, ინდოეთი, ესტონეთიდა სხვ.). პროფესიული კარიერის მანძილზე თანამშრომლობდა მსოფლიო ბანკის, გაეროს, ევროკავშირის ორგანიზციებთან. ხელმძღვანელობდა ტაისისის, ევროკავშირის საბჭოს, International Visegrad Fund, ღია საზოგადოება - საქართველო პროექტებს საქართველოში. მუშაობდა ექსპერტად და კონსულტანტად სხვადასხვა ორგანიზაციის დავალებით (Danish Management A/S, Ai-Accreditation International, International Executive Service Corps (IESC) და სხვ.). იგი იყო საქართველის ინფორმაციული ტექნოლოგიების ბიზნეს საბჭოს წევრი და GITI2014 - GITI2016 საერთაშორისო კონკურისის ევალუატორი და პრემიების მინიჭების კომისის წევრი. თეიმურაზ ყანჩელი არის 10-ზე მეტი ვებ-საიტის დიზაინერი და მფლობელი.