
ნათია გოლიაძე არის საქართველოს უნივერსიტეტის თანამშრომელი 2012 წლიდან ხოლო 2014 წლიდან ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსი, ასევე „ექსპორტის განვითარების ასოციაციის“ დირექტორი 2015 წლიდან. მან წარმატებით დაასრულა საქართველოს უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხური ფინანსების და საბანკო საქმის მიმართულებით და მიღებული აქვს სერტიფიკატები გამორჩეული აკადემიური მიღწევებისთვის, ხოლო სადოქტორო საფეხურზე მუშაობს სავალდებულო დაზღვევის მიმართულებით. ნათია საქართველოს უნივერსიტეტში კითხულობს ფინანსური აღრიცხვის კურსებს. ის არის „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის“ ტექნიკური დახმარების კომპონენტის დირექტორი, რომელსაც სახელმწიფო დაფინანსებით ახორციელებს „მეწარმეობის განვითარების სააგენტო“. ნათია ასევე არის კომპანია „BP და მისი პარტნიორების“ მიერ დაფინანსებული „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის“ (CDI) პროექტის ტრენერი ბიზნესის მართვის, კოოპერატივების საქმიანობის ადმინისტრირების, გადასახადების, ბიზნეს-გეგმის შედგენის მოდულებში და კონსულტანტი გრანტის მიმღებთა ფინანსურ საკითხებში. ასევე, USAID-ის მიერ დაფინანსებული და CNFA-ს მიერ განხორციელებული საქართველოს სასოფლო–სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის (REAP) პროექტის ტრენერი. ნათიას მიღებული აქვს სერტიფიკატები ევროკავშირის ეკონომიკური თანამშრომლობის პროექტში, კომპიუტერულ პროგრამა „ორისში“,კვლევასა და სწავლებაში ქეის-მეთოდების გამოყენებაში, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროექტ: „შვილობილი ბიზნესში“ მონაწილეობაში, ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ. საწარმოთა მართვის სააგენტოს პროექტში საინვესტიციო პროექტის წარმატებით მომზადებისთვის.