ზურაბ გარაყანიძე - აქვს დოქტორის ხარისხი მიღებული პოლიტეკონომიაში ი. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დაამთავრა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის დასწრებული ასპირანტურა პოლიტეკონომიის სპეციალობით; მას დამთავრებული აქვს მინსკის სახ. უნივერსიტეტის საზოგადოებრივი მეცნიერებების ლექტორების კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტი; იყო აშშ-ს ჰარვარდის უნივერსიტეტის ჯ. კენედიის სახელმწიფო მმართველობის სკოლის ე, კარნეგის მიწვეული მკვლევარი; დაამთავრა ქ. ათათურქის ლიდერობის კურსი. გამოქვეყნებული აქვს პუბლიკაციები; აქვს მაკროეკონომიკის საკითხებში პრაქტიკული, სამეცნიერო მუშაობის, კონსულტირების, ტრენინგების შექმნისა და ჩატარების მრავალწლიანი გამოცდილება. ყოველივე ზემოაღნიშნული აძლევს კომპეტენციას ზურაბ გარაყანიძეს, გაუძღვეს შემდეგ სალექციო კურსებს: ეკონომიკის პრინციპები, მიკროეკონომიკა, მაკროეკონომიკა.