მარინე დარსაველიძე - საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. დაამთავრა თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი ჟურნალისტიკის მიმართულებით, ასევე ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიენიჭა ჟურნალისტიკის დოქტორი. მარინე დარსაველიძე მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში საქართველოს პირველი ლედის ასისტენტი მასმედიასთან და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში. მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ჟურნალისტიკაში და უმუშავია არაერთ ტელე თუ ბეჭდურ მედიაში.