ქეთევან მეფარიშვილი - აქვს დოქტორის ხარისხი მიღებული ბიზნესის ადმინისტრირებაში საქართველოს უნივერსიტეტში (საქართველო) და მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში კავკასიის უნივერსიტეტში. მას გავლილი აქვს მარკეტინგის შესახებ კურსები; გამოქვეყნებული აქვს პუბლიკაციები; აქვს ციფრული მარკეტინგის, ვებ-გვერდის კონტენტის მართვის, საზოგადოებასთან ურთიერთობის და ბიზნესის მართვის საკითხებში პრაქტიკული, სამეცნიერო მუშაობის, კონსულტირების, ტრენინგების შექმნისა და ჩატარების მრავალწლიანი გამოცდილება. ყოველივე ზემოაღნიშნული აძლევს კომპეტენციას ქეთევან მეფარიშვილს გაუძღვეს შემდეგ სალექციო კურსებს: მარკეტინგის მენეჯმენტი, მარკეტინგული კვლევა.