ნინო აროშიძე- მოწვეული სპეციალისტი, საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში. აქვს მაგისტრის ხარისხი ფსიქოლოგიაში ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. გავლილი აქვს ტრენინგი და მასტერკლასი ოჯახურ ფსიქოთერაპიაში, აგრეთვე მომსახურების ხარისხის მონიტორინგის პროგრამის დაგეგმვასა და დანერგვის მექანიზმების შემუშავებაში. ასევე გავლილი აქვს ტრენინგი: „ ტრენინგის მოდულის შექმნისა და ჩატარების ტექნოლოგიები“. აქვს ლექციების ჩატარების გამოცდილება იურიდიულ და ეკონომიკურ ფსიქოლოგიაში, აგრეთვე საგნებში: რეკლამის ფსიქოლოგია და PR ტექნოლოგიები, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგრისტრო პროგრამის სტუდენტებთან. აქვს ადამიანური რესურსების მართვის, ორგანიზაციული განვითარების, ლიდერობის, პროექტების მართვისა და ზოგადი მართვის საკითხებში პრაქტიკული მუშაობის კონსულტირების, ზრდასრულთა ტრენინგების შექმნისა და ჩატარების მრავალწლიანი გამოცდილება.