ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

კახაბერ დემეტრაშვილი
მოწვეული ლექტორი
დოქტორი
აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტი
ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა


განათლება  
- - მაგისტრთან გათანაბრებული - -
თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი - აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიისა და საერთაშორისო ურთიერთობების - მაგისტრთან გათანაბრებული - 09/10/1991 - 09/10/1996
გ.წერეთლის თბილისის აღმოსავლეთმცოდნეობის ისნსტიტუტი - წყაროთმცოდნეობა და ისტორიოგრაფია - დოქტორი - 12/01/1997 - 12/01/2000
პუბლიკაციები  
1) ირან-საქართველოს ურთიერთობა პაპუნა ორბელიანის ცნობათა მიხედვით - 2001
4) 1752 წლის განჯის ბრძოლა - 2003
3) ირანი და ქართლ-კახეთის სამეფოები XVIII საუკუნის 40-იანი წლების მიწურულში - 2003
2) პაპუნა ორბელიანის "ამბავნი ქართლისანი" ირან-ოსმალეთის პოლიტიკური ურთიერთობის შესახებ - 2003
5) ინგლისელთა პირველი სავაჭრო ექსპედიცია აღმოსავლეთ ამიერკავკასიასა და ირანში (1561-1564) - 2006
6) ინგლისელთა მეორე სავაჭრო ექსპედიცია აღმოსავლეთ კავკასიასა და ირანში (1563-1565) - 2008
საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე) - 2008
7) პაპუნა ორბელიანი ფანახ ხან ყარაბაღელთან ქართლ-კახეთის მეფეების პოლიტიკური ურთიერთობის შესახებ - 2010
8) ინგლისელთა მეხუთე სავაჭრო ექსპედიცია სამხრეთ-აღმოსავლეთ კავკასიასა და ირანში (1569-1574) - 2011
9) ინგლისელთა მეექვსე სავაჭრო ექსპედიცია აღმოსავლეთ კავკასიასა და ირანში (1579-1581) - 2014
10) ირანელ ცრუ უფლისწულთა ურთიერთობა საქართველოსთან პაპუნა ორბელიანის ცნობათა მიხედვით - 2017
11) ბაქოსა და დარუბანდის საკითხი ირან-რუსეთის ურთიერთობაში - 2018
12) ქართველი მეფეების ურთიერთობა ირანის უმაღლესი ხელისუფლების მაძიებლებთან პაპუნა ორბელიანის ცნობათა მიხედვით - 2020
13) ინგლისელთა სავაჭრო კომპანიის ურთიერთობა საქართველოსთან XVI საუკუნეში - 2021
კონფერენციები  
1) ასპირანტთა და ახალგაზრდა მეცნიერ-თანამშრომელთა სამეცნიერო კონფერენცია - 05-11-1998
2) ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია - 21-12-2004
3) პროფ. ალ. გვახარიას დაბადებიდან 75 წლისთავისადმი მიძღვნილი ახალგაზრდა ირანისტთა სამეცნიერო კონფერენცია - 31-03-2005
4) საერთაშორისო ურთიერთობანი ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთ-ირანის ომების დროს და საქართველო (XVI საუკუნე) - 12-06-2008
5) პროფ. ჯ. გიუნაშვილის დაბადებიდან 80-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია - 02-06-2011
6) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია - 21-12-2012
7) აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია, - 24-12-2015
8) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, სამეცნიერო კონფერენცია „ახლო აღმოსავლეთი და საქართვეელო“, - 16-12-2016
9) სამეცნიერო კონფერენცია „თანამედროვე აღმოსავლეთმცოდნეობის აქტუალური პრობლემები“ - 21-12-2017
X) 10) სამეცნიერო კონფერენცია "ახლო აღმოსავლეთი და საქართველო" - 20-12-2018
კურსები  
ახლო აღმოსავლეთის ისტორია I (ძველი და შუა საუკუნეები)-ORST1210 (  2015/2016; 2016/2017; 2017/2018; 2018/2019; 2019/2020; 2020/2021; 2021/2022; 2022/2023; )
ახლო აღმოსავლეთის ისტორია II (ახალი და უახლესი პერიოდი)-ORST2110 (  2015/2016; 2016/2017; 2017/2018; 2018/2019; 2019/2020; 2020/2021; 2021/2022; 2022/2023; )
საქართველოსა და ახლო აღმოსავლეთის ისტორიულ–კულტურული ურთიერთობები-ORST2140 (  2015/2016; 2016/2017; )
ცხრილი  
ახლო აღმოსავლეთის ისტორია I (ძველი და შუა საუკუნეები)-ORST1210

კახაბერ ვლადიმერის ძე დემეტრაშვილი დავიბადე 1970 წლის 10 იანვარს ქ. თბილისში. ჩემი საცხოვრებელი ადგილია ქ. თბილისი, ვაშლიჯვრის დასახლება, მუხრან მაჭავარიანის ქუჩა № 28, ბინა 10. ვარ დაოჯახებული. მყავს მეუღლე - ნინო ვაჟას ასული ცოტაძე - № 158-ე  საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე (დაბადებული 1975 წლის 10 იანვარს); შვილი - დაჩი კახაბერის ძე დემეტრაშვილი (დაბადებული 2011 წლის 18 იანვარს).

1976-1986 წლებში ვსწავლობდი ქ. რუსთავის № მე-17 საშუალო სკოლაში. 1986-1989 წლებში ვმუშაობდი სსგ ,,ავტომატმრეწვში” (ზეინკალად). 1989-1991 წლებში გავიარე სამხედრო სავალდებულო სამსახური. 1991 წელს ჩავირიცხე ქ. თბილისის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, რომლის სრული კურსი დავასრულე წარჩინებით 1996 წელს და მომენიჭა სპეციალობა - აღმოსავლეთმცოდნე-ისტორიკოსის,  საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტისა და პოლიტოლოგის. 1997-2000 წლებში ვსწავლობდი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ასპირანტურაში. 2005 წელს იმავე ინსტიტუტში დავიცავი დისერტაცია თემაზე - ,,პაპუნა ორბელიანის ,,ამბავნი ქართლისანი”, როგორც წყარო ირანის ისტორიისათვის”, რის შემდეგაც მომენიჭა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის (აკადემიური დოქტორის) სამეცნიერო ხარისხი. ორჯერ, 1996 და 2000 წლებში, გავიარე სტაჟირება ირანის ისლამურ რესპუბლიკაში (ორი თვით).

2006 წლის 1 თებერვლიდან დღემდე ვარ აკად გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის (ინსტიტუტი ჯერ საქ. მეც აკადემიის დაქვემდებარებაში იყო, ხოლო 2010 წლის 2 აგვისტოდან შეუერთდა ილიას უნივერსიტეტს) თანამშრომელი, სადაც სხვადასხვა დროს ვმუშაობდი მეცნიერ-თანამშრომლის, ასისტენტ-მკვლევარისა და ასოცირებული მკვლევარისა პოზიციებზე .   2013 წლის სექტემბრიდან დღემდე ვმუშაობ ქ. თბილისის № 123 საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგად. 2015 წლიდან დღემდე ვმუშაობ საქართველოს უნივერსიტეტში ისტორიის მოწვეული პედაგოგის პოზიციაზე. გარდა ამისა, 2010-2013 წლებში ვმუშაობდი შპს ,,თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის” ისტორიის მოწვეულ პედაგოგად და  2011-2012 წლებში  _  შპს სასწავლო უნივერსიტეტ ,,რვალის“ ასოცირებულ პროფესორად.

ვფლოდ: მშობლიური ქართულის გარდა, რუსულ (თავისუფლად), სპარსულ (კარგად) და გერმანულ (ლექსიკონით) ენებს.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი