რევაზ გერაძე - მოწვეული სპეციალისტი - უძღვება მენეჯერული ეკონომიკის კურსს. მას აქვს მიღებული მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ეკონომიკასა და ფინანსებში Otto-von-Guericke მაგდებურგის უნივერსიტეტიდან და მაგისტის ხარისხი ეკონომიკაში ეკონომიკის საერთაშორისო სკოლიდან (ISET). აქვს სახელმწიფო სექტორში მუშაობის სამ წლიანი გამოცდილება და სტუდენტებთან მუშაობის ოთხ წლიანი გამოცდილება. ასევე, კვლევით პროექტებზე მუშაობის, საუნივერსიტეტო ონლაინ პლატფორმა - Moodle-ში ონლაინ დავალებების სისტემის განვითარების, მონაცემთა ბაზების ანალიზისა და ანალიტიკური ანგარიშების მომზადების მრავალწლიანი გამოცდილება.