ნინო რუხაძე - ასოცირებული პროფესორი. მოპოვებული სამართლის დოქტორის ხარისხი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; სამართლის მაგისტრის ხარისხი - მიჩიგანის უნივერსიტეტში. აქვს გავლილი კურსები ზოგად საერთაშორისო სამართალსა და საერთაშორისო სამართლის ცალკეულ დარგებში. გამოქვეყნებული აქვს პუბლიკაციები; აქვს სწავლების, კვლევების წარმოების, საერთაშორისო პროექტების მართვის, ჟურნალის გამოცემის, აკადემიური ღონისძიებების ორგანიზების მრავალწლიანი გამოცდილება. ყოველივე ზემოაღნიშნული აძლევს კომპეტენციას ნინო რუხაძეს გაუძღვეს შემდეგ სალექციო კურსებს: საერთაშორისო საგადასახადო სამართალი, საერთაშორისო საჯარო სამართალი, საერთაშორისო სავაჭრო სამართალი, საერთაშორისო საინვესტიციო სამართალი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი, ლტოლვილთა საერთაშორისო სამართალი.