ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ქეთევან კუკავა
მოწვეული ლექტორი
მაგისტრი
საერთაშორისო ბიზნეს სამართლის დეპარტამენტი
,სამართლის სკოლა


განათლება  
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - იურიდიული - ბაკალავრი - 2007-09-24 - 2011-07-28
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი - საერთაშორისო სამართალი - მაგისტრი - 2011-09-19 - 2015-08-10
როეჰამპტონის უნივერსიტეტი, გოტენბურგის უნივერსიტეტი, ტრომსოს უნივერსიტეტი - ადამიანის უფლებების პოლიტიკა და პრაქტიკა - მაგისტრი - 2013-08-26 - 2015-11-06
რიგის სამართლის სკოლა - ევროპული სამართალი და ეკონომიკა - ხარისხის გარეშე - 2019-11-11 - 2019-12-19
კურსები  
ბიზნეს და ადამიანის უფლებათა სამართალი-LAWBUS6125 (  2016/2017; )
ბიზნეს და ადამიანის უფლებათა სამართალი-LAWBUS6126 (  2019/2020; 2020/2021; 2021/2022; 2022/2023; )

ქეთევან კუკავა - მოწვეული სპეციალისტი - უძღვება ბიზნესისა და ადამიანის უფლებების კურსს. ქეთევან კუკავა ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრის, ასევე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) საერთაშორისო სამართლის მაგისტრის ხარისხს. მას ასევე აქვს მაგისტრის ხარისხი ადამიანის უფლებების პოლიტიკასა და პრაქტიკაში ერთობლივად გაცემული სამი პარტნიორი უნივერსიტეტის - როეჰამპტონის უნივერსიტეტის (ინგლისი), გოტენბურგის უნივერსიტეტისა (შვედეთი) და ტრომსოს უნივერსიტეტის (ნორვეგია) მიერ. 2017 წლიდან ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტია და იკვლევს პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს. 2019 წელს მან გაიარა 6 კვირიანი პროგრამა რიგის სამართლის სკოლაში ევროპულ სამართალსა და ეკონომიკაში. 2018-2022 წლებში ქეთევან კუკავა იყო "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მიმართულების ხელმძღვანელი. სხვადასხვა დროს ის მუშაობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, არასამთავრობო ორგანიზაცია "სოციალური სამართლიანობის ცენტრში," საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში. 2022 წლიდან ქეთევანი არის ა(ა)იპ "სამართლისა და საჯარო პოლიტიკის ცენტრის" თანადამფუძნებელი და დირექტორი. 2021 წლიდან ის ასევე ხელმძღვანელობს "ინტერნეტ საზოგადოება საქართველოს" პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემატურ ჯგუფს. 2022 წელს მან ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში. ქეთევანი არის არაერთი პუბლიკაციის ავტორი/თანაავტორი, ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ საერთაშორისო/ადგილობრივ ტრენინგსა და სასწავლო პროგრამაში.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი