თამარ ბაზღაძე - კერძო სამართლისა (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და საერთაშორისო კომერციული სამართლის (როტერდამის უნივერსიტეტი, ნიდერლანდები) მაგისტრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, აქვს სამოქალაქო სამართლის მიმართულებით სწავლების გამოცდილება ამავე უნივერსიტეტში. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები საერთაშორისო კომერციული სამართლისა და საკორპორაციო სამართლის მიმართულებით. გავლილი აქვს ტრენინგები ისეთ თემატიკაზე, როგორიცაა კონკურენციის სამართალი, ინვესტიციებთან დაკავშირებული საარბიტრაჟო დავები, სახელშეკრულებო სამართალი, ენერგეტიკის რეგულირება, ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. მონაწილეობდა Willem C. Vis Moot საერთაშორისო კომერციულ იმიტირებულ არბიტრაჟში. აქვს არასამთავრობო და საჯარო სექტორში საქმიანობის თორმეტწლიანი გამოცდილება.