რამაზ ქვათაძე - ასოცირებული პროფესორი, საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის, ინჟინერიის და მათემატიკის სკოლაში. დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1982 წელს მას მიენიჭა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის წოდება მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო 1996 წელს ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის წოდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ის მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობებზე მეცნიერ-თანამშრომლიდან დირექტორის მოადგილემდე სამეცნიერო დარგში. რ. ქვათაძე ახორციელებდა სამეცნიერო კვლევებს მსოფლიოს რამდენიმე წამყვან სამეცნიერო ცენტრში: ბირთვული კვლევების გაერთიანებულ ინსტიტუტში, დუბნა, რუსეთი; ნილს ბორის ინსტიტუტში, კოპენჰაგენი დანია; ევროპის ნაწილაკთა ფიზიკის ლაბორატორიაში, ჟენევა, შვეიცარია; ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტში, ლიონი, საფრანგეთი და დაამყარა მჭიდრო კონტაქტები ევროპელ მეცნიერებთან. ის იყო NA44, DELPHI და CMS ექსპერიმენტების წევრი CERN-ში და როგორც CMS კოლობორაციის წევრი არის დიდ ადრონულ კოლაიდერზე ჰიგგს ბოზონის აღმოჩენის სტატიის თანაავტორი. 1999 წლიდან რ. ქვათაძე არის საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია გრენა-ს აღმასრულებელი დირექტორი. 2012 წლიდან არის საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი. რ. ქვათაძე მონაწილეობდა შემდეგ პროექტებში: საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტრო - 6, ევროკომისიის ჩარჩო პროგრამა - 16, NATO-ს მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის პროგრამა - 14, საერთაშორისო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრი -2 და სხვა. ის არის 115 სამეცნიერო ნაშრომის თანაავტორი.