ქეთევან გეგიაძე - საქართველოს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის განვითარებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსი 2012 წლიდან. საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრი და სამართალმცოდნეობის პროგრამის დოქტორანტი. მისი სამეცნიერო ინტერესი ფოკუსირებულია დემოგრაფიული პრობლემების სამართლებრივ ანალიზზე. ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო ტესტირება სამოქალაქო სამართლის მიმართულებით, მოსამართლის თანაშემწის კურსები იუსტიციის უმაღლეს სკოლაში; გააჩნია საერთაშორისო სერთიფიკატები ადამიანის უფლებებისა და პროექტების განვითარების სფეროში. თავისუფლად ფლობს ინგლისურ ენას, კარგად - გერმანულ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.